გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2020 » სექტემბერი » 2 » ნიკა ძამიაშვილის ბლიც-ინტერვიუ იაკო იმერლიშვილის მიერ / nika dzamiashvilis blic-interviu iako imerlishvilis mier
7:50 PM
ნიკა ძამიაშვილის ბლიც-ინტერვიუ იაკო იმერლიშვილის მიერ / nika dzamiashvilis blic-interviu iako imerlishvilis mier






• ნიკა ძამიაშვილი
• 28 წლის
• პოეზია და მხატვრობა, მისი ცხოვრებაა!

ბლიც-ინტერვიუ: —

ვინ ვარ... — ნიკუშა :)

ჩემი მიზანია... — მიზანი უფალთან სიახლოვე და სურვილი — დაოჯახება

ვოცნებობ... — თბილ, ნდობითა და სიყვარულით სავსე ოჯახზე.

მაინტერესებს... — უამრავი ისეთი საინტერესო რამ, რა ინფორმაციებთანაც უბრალო მოკვდავ ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ, ან მაქსიმუმ ერთეულებს..

ადამიანში ვაფასებ... — სიმართლესა და გულწრფელობას, გახსნილობასა და ნდობას.

მიყვარს... — ურთიერთობა, გაგება და სითბო, არადა ცის უსასრულობამდე მარტო ვარ.

შემიძლია... — უსაზღვროდ შეყვარება ადამიანის, მისი სურვილების ფრთების შესხმა, ისე, რომ არ ვიყო მისი ქუსლის ქვეშ, მაგრამ პატივისცემითა და სითბოთი, რაც შესაძლოა არც კი წარმოედგინა, ისეთი საოცარი, შემოქმედებითი და მოულოდნელი საჩუქრებით გამოვიწვიო მისი მომღიმარი სახე და მე ჩემთან იყოს მარად ბედნიერი.

მენატრება... — ყველა ის ადამიანი, ვინც დამტოვა, დროებით ან სამუდამოდ..

ვნანობ... — დროის ფუჭად კარგვას, ასევე რამდენიმე შანსის ხელიდან გაშვებას და ათას მსგავს თემებს..

არ ვაპატიებ... — ალბათ ღალატს, მაგრამ შესაძლოა ესეც, რადგან ადამიანში გძულდეს მისი ცოდვილობა და არა თვითონ ის, ჰოდა უნდა შევუნდოთ ერთმანეთს ყველაფერი, რადგან უფალმა მოგვიტევა უამრავი ისეთი ცოდვა, რის გამოც არათუ სამოთხეს, აქ და ახლა ცხოვრებასაც კი არ ვიმსახურებდით..

არასდროს გავაკეთებ... — არასოდეს დავიჩოქებ ადამიანის წინაშე, თუნდაც ჩემი წარმატება ან სიცოცხლე იდოს სასწორზე.

სიბნელე / სინათლე... — ტყუილი, არაადამიანობა და უსამართლობა, რისგანაც იბადება ის გრძნობა, რითაც მინდება სიბოროტის ჩადენა მათ მიმართ, მაგრამ ვიკავებ თავს.. ასევე განუვითარებლობა, ანუ ეს არაა მხოლოდ სწავლა-განათლება და მე-12 საუკუნე — თამარ მეფე და შოთა რუსთაველი ან რაიმე მსგავსი, არამედ სამარშუტოში, სანამ დაახველებ იქამდე ხელის მიფარებითა და ცხვირსახოცის არსებობით იწყება მინიმალური განვითარების დონე, ასევე ქართულენოვანი ვიკიპედიაც და იუთუბიც ნაგავია, რადგან რაც სხვა ქვეყნებს აწყობთ და ტელევიზიითა და ოფიციალური საიტებით ავრცელებენ იმავეს იჯერებენ და მე ინგლისურად და რუსულად ვუყურებ და ვეცნობი სხვადასხვა ინფორმაციებს, განსხვავებულსა და განსაკუთრებულს.. / სიმართლე, სითბო, ადამიანობა, გაგება, სიყვარული და ყველაფერი ის, რისგანაც გული ფეთქავს, ასევე საინტერესო ადამიანებთან საუბარი, აი მაგალითად ნიკასთან და ლაშასთან ერთად კიკვიძის პარკში ლუდს ვაყოლებდით მზესუმზირას და დაასრულე ჭიქა-თქო და დაგისხამ-თქო და ჩერქეზიშვილმა ესევე ისე არ უნდა მოკვდე, რომ შთამომავლობა არ დატოვოო, ანუ ახლა დამიმატეო, ასევე დაფრცქვნილი გული ჩამოუვარდა და ასევე პოეზიით, წამში, ალბათ ზემოთაც არის ვინმე ვინც მზესუმზირას მიირთმევსო, ჩვენ, ათასობით თავზე ჩენჩო გვეყრება და ერთეულებს გულიო.. აი, ესაა ჩემთვის სინათლე, ასეთი აზროვნება, ასეთი გული და ამისი შეგრძნება, ასეთივე ადამიანებთან ერთად..

ბავშვობა... — ის, რაც სამწუხაროდ შეგვიძლია გავიხსენოთ ჭიქის აწევისას ტკბილ მოგონებად და ასევე დავიბრუნოთ მაშინ, როდესაც გვეყოლება საკუთარი პატარა ანგელოზი!.. <3

მომავალი... — New York — Agora Gallery, MOMA - Museum Of Modern Art & Metropolitan Museum

ყველაზე მომაკვდინებელი გრძნობა... — იმის განცდა რომ მარტო ხარ დედამიწაზე..

მეგობრობა არის... — ის უსაშველოდ დიდი სითბო, რაც შენთან მაკავშირებს იაკო და არა მხოლოდ ეს, რადგან არ მინდა რაიმენაირად ჩარჩოში მოვაქციო და ან მეგობრობა ერქვას ან რომანტიკა, შესაძლოა არცერთი არაა, მაგრამ არც მინდა რაიმე ერქვას, უბრალოდ ძალიან კარგად ვარ და როდესაც შენ "პატარა"-ს მეძახი, მე მართლა პატარა მგონია საკუთარი თავი, გენაცვალე..❤️

ვინ მინდა ვიყო 5 წლის შემდეგ... — ის, რაც ახლა ვარ, ის ვიქნები, თუ გამიძლო დრომ.. უბრალოდ, იმედია ისტორიას დავრჩები რეალურ, მართალ, პატიოსან და ხელოვან ადამიანად, ვინც სისხლი ჩააბარა ტილო რომ ეყიდა და ფეხზე ეკიდა კომუნალურებიც და საკვებიც, სხვის სიგარეტსა და წყალზე იყო კვირები.. ოღონდაც ეწერა და ეხატა, რადგან პოეზია და მხატვრობაა ჩემი ცხოვრებაა. არ ვიყავი ასეთი, ერთი ადამიანიც თუკი იტყვის ჩემზე რაიმე კარგსა და სასიამოვნოს ჩემი წასვლის შემდეგ, ჰო კარგი, თუ არადა, ესაც არაუშავს.

...უბრალოდ, აქ და ახლა ისეთი დაბალი დონეა, რომ რაის ნახატები და ნაღდი პოეზია "ია-ლია-გია-მომე-ფია-ფია" გახდება ჰიტი და ძმაკაცის სიტყვები "სიყვარული არის მარხვა, რომელიც არ ხსნილდება" და მეორესი "შენი მარადიული სიყვარული ჰქვია ჩემს დროებით სიცოცხლეს" იციან ერთეულებმა.. არ ვიცი, ნერვებზე ვარ და ნორმალური სიტყვებით როგორ გაგცე ამაზე სრულად პასუხი.

და... ბოლოს.

რა ემოციას იწვევს შენში, ჩვენი ჯგუფის მიზანი და დანიშნულება, როგორი წარმოგიდგენია ის?

— არ ვიცი, გამიხარდა, რომ ჩათვალე, იაკო, რომ ჩემი ადგილიც უნდა ყოფილიყო ამ ჯგუფში, გმადლობ, წარმატებები ცხოვრებაში, იხარე და იბედნიერე გენაცვალე, მაგრად მიყვარხარ და ეს შენც კარგად იცი.
... და ჯუფი ისე განვითარებულიყოს, როგორც შენ გაგიხარდება, გმადლობ, რომ არსებობ, ღმერთი ჩვენკენ!. ❤️

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 853 | დაამატა: danelia_mariam | ტეგები: poeti, ნიუ იორკი, ბავშვობა, mkhatvari, მეგობრობა, MOMA - Museum Of Modern Art, რუსთავი, სინანული, Metropolitan Museum, New York, nika dzamiashvili, ნიკა ძამიაშვილი, სიყვარული, Agora Gallery, ოცნება, მხატვარი, Painter, მხატვრობა, მომავალი, poezia, Poetry, პოეზია, mkhatvroba, Painting, პოეტი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...