გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2020 » სექტემბერი » 27 » ნიკა ძამიაშვილის მინიმალისტური პოეზია (რამდენიმე ლექსი)
9:20 AM
ნიკა ძამიაშვილის მინიმალისტური პოეზია (რამდენიმე ლექსი)






* * *

პაემანი
სარკეში
საკუთარ თავთან..

გძინავს მარტოს.

.

* * *

სახეზე მომემატა ნაოჭი,
წვერიც გამიხშირდა.
მიღრმავდება თვალს ქვემოთ ღრმულები.

მივხვდი,
ჩემს ეზოში
ონკანიდან
დღემდე წვეთავს
ჩემს მიერ განვლილი
და დარჩენილი წლები!..

.

* * *

ოცდაათმეტრიანი კაქტუსის წვენი ვარ.
აფრიკა და უდაბნო.
შენს ფსიქიკაში შემავალი ტალღა,
რომელიც გირღვევს სიმშვიდეს და განდომებს კივილს,
რომელსაც მოგირჩენს ერთი ყლუპი მე.

.

ნ დ ო ბ ა

ბრმამ
ჯოხის დახმარებით
მოგაკითხა სახლში.
შემოუშვი.
წასვლისას კი აღმოაჩინე
საკუთარი საფულის უქონლობა.

.

* * *

ერთ ღერ სიგარეტს
ბევრად მეტი ფასი აქვს,
ვიდრე მათ,
ვინც უამრავ ხალხს კვებავს
შეუსრულებელი დაპირებით!..

.

გ ა ნ წ ყ ო ბ ა

ხეები და სოკოები.
წვიმა.
გვირილა და ჭიქა პიტნის ჩაი.
სიყვარული.
მზესუმზირა.
ია.
სიმარტოვე
და სიჩუმის ხმა.

.

* * *

ისეთს არ მიცნობ,
როგორიც არ მსურს
დაგინახო!..

.

* * *

შენ ხარ ჩემი სევდიანი ამინდი
ცრემლის გარეშე.

მწამს,
ოდესმე შეგეხები
და გამოიდარებ!..

.

* * *

მე ვუსმენ ნიჟარას
და ვგრძნობ
როგორ იხრჩობი,
მაგრამ ვერ გეხმარები,
რადგან არ ვიცი,
რომელ
ზღვაში
გეძებო?!.

.

* * *

დამივარდა ფანქარი.

ნერვები მეტად გამებზარა,
ვიდრე მას გული.

2016

.

* * *

მე მწამს
იმ ნახატის,
სიმღერის,
ნათქვამი ან დაწერილი სიტყვის,
რომელშიც ჯერ კიდევ შემორჩა
ორი გრამი პოეზია,
როგორც გამოსაწრუპად დარჩენილი
ლუდის წვეთები
ბოთლზე ხაზებად..

.

* * *

მე ხშირად ვეხები შენს ქურთუკს,
რადგან ვგრძნობ იმ სითბოს,
რომელიც მას შენი სხეულიდან შეახმა.

.

T r u s t

The blind man visited you
With the help of his stick…

You let him in.

When he left you found out that
Your wallet has gone…

.

* * *

მარტოდ ხეტიალის შემდეგ
ავედი სახლში.

შევამჩნიე შენი ფოტო

და ცარიელი ოთახი
გათბა.

———

After wandering around all alone,
I went back home.

I caught a sight of your picture

And my empty room
Got warmer.

———

После одинокого скитаний
Поднялся домой.

Заметил твое фото

И пустая комната
Cогрелась.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 935 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: afrika, მინიმა, minime, paemani, პოეზია, onkani, udabno, leqsi, ლექსები, kaqtusi, sigareti, minimebi, leqsebi, მინიმალისტური, poezia, მინიმები, ndoba, nika dzamiashvili, minimalisturi, Poetry, sokoebi, Verse, minima, ლექსი, ნიკა ძამიაშვილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...