გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » Онлайн игры » ტექსტი

ლიბიდოს - სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება / libidos - sqesobrivi ltolvis daqveiteba

center
ლიბიდო სქესობრივი ლტოლვაა და ადამიანის ძირითად ინსტინქტს წარმოადგენს. ლათინურიდან ითარგმნება, როგორც სურვილი, სწრაფვა, ვნება. ლიბიდოს მდგომარეობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული – ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ფსიქიკურ მდგომარეობაზე და ასევე წელიწადის დროზე, პროფესიაზე, სოციალურ მდგომარეობაზე და ა.შ. ლიბიდოს დაქვეითება სქესობრივ დარღვევათა რიცხვს მიეკუთვნება და შეიძლება განვითარდეს როგორც ქალებში ისე მამაკაცებში.

ლიბიდოს დაქვეითების მიზეზები

ლიბიდოს დაქვეითების გამომწვევი მიზეზები საკმაოდ ბევრია, თუმცა მათ შორის ძირითადი მაინც ფსიქოლოგიური ხასიათის ფაქტორებია, თუმცა ორგანულმა დაავადებებმაც შეიძლება მოახდინოს გავლენა სექსუალური ურთიერთობებისადმი ინტერესზე. >>>>

სქესობრივი ლტოლვის დაქვეითებას განაპირობებს საყოფაცხოვრებო კონფლიქტები, რომლებიც ერთი შეხედვით არაა დაკავშირებული ლიბიდოსთან. ლიბიდოს დაქვეითების მიზეზი შეიძლება იყოს დეპრესია, სტრესული სიტუაცია, ამ დროს მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფი პირები ეძალებიან ალკოჰოლს, ტრანკვილიზატორებს, ანტიდეპრესანტებს, რომლებიც თავის მხრივ კიდევ უფრო აღრმავებს პრობლემას. გარდა ამისა ლიბიდო დაქვეითება შესაძლებლია დაკავშირებული იყოს მედიკამენტების მიღებასთან (ნეიროლეპტიური საშუალებები, ჰორმონები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები – რეზერპინი, მეთილდოფა), ქალებში ლიბიდოს დაქვეითება აღინიშნება ფიზიოლოგიური მდგომარეობების დროს – ორსულობა და ძუძუთი კვება. ქალებში ლიბიდოს დაქვეითებას ადგილი აქვს პერიოდულად მენტრუალურ ციკლთან დაკავშირებით. ასაკთან ერთად შეინიშნება სექსუალური კონტაქტებისადმი ინტერესის გაქრობა, რაც დამოკიდებულია მთელ რიგ ფიზიოლოგიურ გარდაქმნებთან ორგანიზმში, პირველ რიგში კი ენდოკრინული სისტემის მხრივ.

ლიბიდოს ნორმალური მდგომარეობა და სქესობრივი ცხოვრება ენდოკრინული სისტემის მიერ კონტროლდება, პირველ რიგში ტესტოსტერონის დონით. ტესტოსტერონი მამაკაცური ჰორმონია, რომელიც საკვერცხეებში გამომუშავდება და მის სეკრეციაზე პასუხისმგებელია ჰიპოფიზი, თავის ტვინის სხვა უბნები და პერიფერიული ნერვული სისტემა კი არეგულირებს ისეთ სქესობრივ ფუნქციებს, როგორიცა ერექცია და ეაკულაცია. ამიტომაც ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევა გავლენას ახდენს სექსუალურ ფუნქციაზე.

მამაკაცებში ჰორმონული დარღვევები იწვევს ლიბიდოს გამოხატულ დაქვეითებას და ზოგ შემთხვევაში სექსის მიმართ ზიზღსაც კი, შესაძლოა განაპირობოს ქალისათვის დამახასიათებელი ნიშნების განვითარებას – მაღალი ხმა, სახესა და სხეულზე თმიანობის არარსებობა, ცხიმის ქალური ტიპით განაწილება თეძოებსა და მკერდზე, სხეულის ქალისებური აგებულება.

მამაკაცებში ლიბიდოს დაქვეითება ხშირად განპირობებულია ბავშვობაში მკაცრი აღზრდითა და კულტურული ტრადიციებით, ბევრ მათგანს ასეთ დროს დაქვეითებული აქვს სექსუალური ინტერესი ქალების მიმართ, მაგრამ შენარჩუნებულია მიჯაჭვულობა და პლატონური სიყვარული. ლიბიდოს დაქვეითებასა და სრულ გაქრობასაც კი იწვევს სქესობრივი ურთიერთობისაგან ხანგრძლივად თავის შეკავება. ამგვარად იკვრება მანკიერი წრე, სექსუალური სურვილის დაქვეითება იწვევს კონტაქტების შეზღუდვას, სქესობრივი ურთიერთობის არარსებობა კი ჰორმონების სეკრეციის შემცირებას განაპირობებს და კიდევ უფრო გამოხატული ხდება ლიბიდოს დაქვეითება, ვითარდება ფსიქიკური პრობლემები, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, გაღიზიანებადობა.

მამაკაცებში ლიბიდოს დონის ცვლილება სხვა სექსუალურ ფუნქციებზეც ახდენს გავლენას, ირღვევა ერექციის, ეაკულაციისა და ორგაზმის პროცესები.

ლიბიდოს დაქვეითება – მკურნალობა

ლიბიდოს დაქვეითების მიზეზების გარკვევის მიზნით ტარდება გამოკვლევები ჰორმონებზე და მხოლოდ მიზეზის დადგენის შემდეგ ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით ინიშნება მკურნალობა.

არსებობს ლიბიდოს დაქვეითებისას ეფექტური ფსიქოლოგიური მეთოდები. ძალიან მნიშვნელოვანია სქესობრივი ინტერესისა და ურთიერთობის შენარჩუნება, არ უნდა მოხდეს სექსის იგნორირება, რათა ჩვევაში არ გადაიზარდოს. სექსოლოგების დიდი ნაწილი თვლის, რომ ლიბიდოს გაძლიერებისათვის რეკომენდირებულია პრელუდიის ხანგრძლივობის ორ-სამჯერ გაზრდა. ასევე შესაძლებლია სხვადასხვა საშუალებების გამოყენება, როგორიცაა მაგალითად ლუბრიკანტი.

ლიბიდოს მომატებას ხელს უწყობს ფიზიკური აქტივობა, სისტემატური სირბილი ან სეირნობა სუფთა ჰაერზე, ცურვა, კუნთების გავარჯიშება, განსაკუთრებით კი სასქესო ორგანოების კუნთების.

სქესობრივი დისფუნქციის აღმოფხვრის მიზნით გამოიყენება სხვადასხვა პროდუქტები, აფროდიზიაკები: ორაგული, ხამანწკები, შავი შოკოლადი, ბანანი, მანგო, ღვიძლი, კვერცხი, ნიგოზი და სხვა. შედარებით ცნობილ ლიბიდოს მასტიმულირებელ მცენარეულ საშუალებებს მიეკუთვნება: ალოე, ნიახური, ჟენშენი.

სრულიადაც არაა საჭირო მუდმივად მოხდეს ლიბიდოს დონის გაზრდა, რადგან თითოეულ ადამიანს საკუთარი მოთხოვნილებები და შესაძლებლობები გააჩნია. მნიშვნელოვანია გაირჩეს ფიზიოლოგიური ლიბიდოს დაქვეითება პათოლოგიურისაგან, რისი განსაზღვრაც უნდა მოხდეს ექიმი-სექსოლოგის მიერ.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

გაფრთხილება
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
რეიტინგი: 5.0/1
Счетчики: 4195 | დაამატა: nikucha | ტეგები: მედიცინა, seqsologia, sqesobrivi ltolvis daqveiteba, ლიბიდოს დაქვეითება, medicina, ლიბიდო, sqesobrivi aqti, sqesobrivi ltolva, libidos daqveiteba
სულ კომენტარები: 1
1 lia  
0 Spam
libidos dakveitebas shesadzlebelia tu ara axasiatebdes tavis tkivilis gamovlena

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]


Загрузка...