გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » Онлайн игры » ტექსტი

საშვილოსნოს გარე ორსულობა / sashvilosnos gare orsuloba

center
საშვილოსნოს გარე ორსულობის ერთ-ერთი იშვიათი ვარიანტია საშვილოსნოს ყელის ორსულობა. ორსულობა ითვლება ყელის თუ განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაცია ხორციელდება საშვილოსნოს ყელის შიდა პირის ქვემოთ. ექტოპიური(საშვილოსნოს გარე) ორსულობის სიხშირის 0,15% მოდის საშვილოსნოს ყელის ორსულობაზე. 50000 ორსულში გვხვდება ყელის ორსულობის ერთი შემთხვევა. ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი არის საშვილოსნოს ტანისა და ყელის თანდაყოლილი ანომალიები, საშვილოსნოს მიომა, საშვილოსნოსშიდა სპირალის ხანგრძლივი გამოყენება, ხელოვნური აბორტები, საკეისრო კვეთა, ენდომეტრიუმის ატროფიული პროცესები, ქრონიკული ენდომეტრიტის ფონზე, საშვილოსნოს ღრუს სინექიები, განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანდაციის შესაძლებლობის ცვლილებები.

დიაგნოსტიკა

ვაგინალური ულტრასონოგრაფია მნიშვნელოვან როლს თამაშობს საშვილოსნოს ყელის ორსულობის დიაგნოსტიკაში გასაკუთრებით ორსულობის ადრეულ პერიოდში.

საშვილოსნოს ყელის პროგრესირებადი ორსულობის დროს დიდი რისკია პროფუზული სისხლდენის, რომელიც საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს.

საშვილოსნოს ყელის ორსულობის მკურნალობის მეთოდათ დღემდე ითვლებოდა ოპერაციული ჩარევა – საშვილოსნოს ექსტირპაცია, რომელიც ტრაგიკულია ქალისთვის განსაკუთრებით პირველი ორსულობისას.

კონსერვატიული მკურნალობა შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად: მედიკამენტოზური და მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული მკურნალობა.

მედიკამენტური მკურნალობისას მოიხმარება ციტოსტატიური და ემბრიოტოქსიური პრეპარატები. ციტოსტატიური პრეპარატების მოხმარება იძლევა გვერდით მოვლენებს(სტომატიტი, ტოქსიური ჰეპატიტი) და ნაკლებეფექტურია პროგრესირებული ორსულობისას. ამ პრეპარატების მოხმარებისას მკვდარი კვერცხუჯრედი ელემენტები ხანგრძლივად რჩება საშვილოსნოს ყელის არხში და ხდება ინფექციის გავრცელების წყარო, აგრეთვე დამახასიათებელია ხანგრძლივი სისხლიანი გამონადენი შემდგომი შესაძლო პროფუზული სისხლდენით.

ორგანოს დამზოგავი ოპერაციები ისახავს მიზნად საშვილოსნოს არტერიის ემბოლიზაციას ან ლაპარასკოპიულად მაგისტრალური სისხლძარღვის(a. iliaca interna) წინასწარ დროებით ლიგირებას, შემდეგ:

ან ვაკუმასპირაცია საშვილოსნოს ყელის გახსნის გარეშე და ყელზე ცირკულარული ნაკერის დადება

ან ვაკუმასპირაცია საშვილოსნოს ყელის გახსნის გარეშე ქორიონის მიმაგრების ადგილის ლაზერული ან ელექტრო კოაგულაციას

ან კვერცხუჯრედის ჰისტეროსკოპიული რეზექცია

შემდგომ ცერვიკალური არხის ტამპონადა ფოლის კათეტერით.


რეიტინგი: 2.7/9
Счетчики: 11100 | დაამატა: nikucha | ტეგები: ექტოპიური ორსულობა, საშვილსნოს გარე ორსულობა, ginekologia, საშვილოსნოს ყელის ორსულობა, orsuloba, medicina, sashvilosno, საშვილოსნოს არტერიის ემბოლიზაცია
სულ კომენტარები: 3
3 tamarguliashvili90  
0 Spam
mogesalmebit....13 dge gadamicda da testi ar michvenebs orsulobas ramdenad shesadzlebelia orsuloba iyos ehoc gavaikete da msgavsi araperia arc anteba maqvs risi bali unda iyos?

2 tamta  
0 Spam
mainteresebs gare orsulobis dros menstrualuri cikli ckdeba?

1 tamta  
0 Spam
mainteresebs

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]


Загрузка...