გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » Онлайн игры » ტექსტი

თვალში იმპლანტირებული მიკროჩიპი

center
მეცნიერებმა შექმნეს სინათლეზე მგრძნობიარე მიკროჩიპი, რომლის ჩანერგვა თვალის ბადურა გარსის ქვეშ, აღადგენს მხედველობას იმ პაციენტებში რომლებშიც სიბრმავე გამოწვეულია ბადურა გარსის სინათლეზე და ფერზე მგრძნობიარე უჯრედების დეგენერაციით.

კვლევა ჩატარდა გერმანიის ტიუბინგენის უნივერსიტეტში; 15 წლიანი სიბრმავის შემდეგ, 11 პაციენტიდან ხუთმა შეძლო სინათლის წყაროს გარჩევა. სამმა პაციენტმა განაცხადა თანხმობა ჩაენერგათ იმპლანტანტი მაკულაში, შედეგად ერთი კვირის შემდეგ შეძლეს ობიექტების ფორმის გარჩევა, ორი კვირის შემდეგ კი გაცილებით რთული ფორმის ობიექტების აღქმა.

მიკროჩიპი წარმოადგენს მიკროსქემას ზომით 3х3 მილიმეტრი, რომელზეც განლაგებულია 1,5 ათასი სინათლეზე მგრძნობიარე ელემენი. სწორედ ეს ელემენტები აგზავნიან იმპულსებს ნერვული უჯრედებისკენ. ამისათვის მიკროჩიპი ინერგება ბადურა გარსის ქვეშ და არა ბადურა გარსზე.

მიკროჩიპის მქონე პაციენტები ჯერჯერობით იძულებულნი არიან ატარონ სპეციალური სათვალეები გამოსახულების უკეთესი ფოკუსირებისათვის.

ამჟამად მეცნიერები აგრძელებენ ექსპერიმენტს, რათა შეარჩიონ ბადურა გარსის ქვეშ მისი უკეთესი მდებარეობა. გარდა ამისა, ეს მიკროჩიპი საჭიროებს გარკვეული პერიოდის შემდეგ შეცვლას და ამჟამად მუშავდება მიკროჩიპის ახალი თაობა, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი უკეთ შეეგუება და მისი შეცვლა აღარ იქნება საჭირო..

მასალა მოპოვებულია: Дом Солндца

რეიტინგი: 5.0/1
Счетчики: 1252 | დაამატა: nikucha | ტეგები: mikrochipi, implantirebuli, tvali, medicina, implantacia, მიკროჩიპი, თვალში, mikrochipebi, იმპლანტირებული, tvalebi
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]


Загрузка...