გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » Онлайн игры » ტექსტი

რჩევები სიმაღლეში ზრდისთვის

center
ადამიანის სიმაღლეში ზრდას განაპირობებს უპირატესად ჰორმონული მდგომარეობა: ზრდის ჰორმონი, ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი, თიროიდული ჰორმონების კონცენტრაცია, გლუკოკორტიკოიდები. აგრეთვე ზრდას განსაზღვრავს გენეტიკური ფაქტორები, სოციეოკონომიკური ფაქტორები და სხვა.

გენეტიკური ფაქტორი განსაზღვრავს ადამიანის საბოლოო სიმაღლეს, გენეტიკური განწყობის შესაბამისია ეთნიკურ ჯგუფებს შორის სიმაღლეში სხვაობაც.

სოციოეკონომიკური ფაქტორებიდან სიღარიბე ასოცირებული ცუდ კვებასთან, ჰიგიენის დაუცველობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა იწვევს ზრდის შეფერხებას..

კვებიდან მნიშვნელოვანია მალნუტრიცია, რომელიც შიმშილობის შედეგია და ასოცირებულია სიმაღლეში ზრდის შეფერხებასთან. ვეგეტარიანულმა კვებამ შესაძლოა გამოიწვიოს B12 ვიტამინით გამოწვეული ანემია და რკინა დეფიციტური ანემია, რამაც შეიძლება მოზარდებს და ბავშვებს ხელი შეუშალონ ზრდაში. ცხიმების ნაკლებობამ კვებისას მოზარდებში შეიძლება გამოიწვიოს ცხიმში ხსნადი ვიტამინების დეფიციტი.

მოზარდს ზრდაში ხელს უშლის ოჯახის შიდა მდგომარეობებიც: ძლიერი სტრესი, ფსიქიატრიული დაავადებები.

საშუალო სამიზნე სიმაღლის განსაზღვრა: შვილის საშუალო სამიზნე საბოლოო სიმაღლის გასაგებად საჭიროა დედის სიმაღლეს მიუმატოთ 12,75 სმ მიღებულ ჯამს მიუმატოთ მამის სიმაღლე და გავყოთ 2-ზე. მიღებული რიცხვი იქნება შვილი ბიჭის მოსალოდნელი საშუალო სიმაღლე (მაღალი ალბათბით გაიზრდება +/- 10 სმ-ს ფარგლებში, რაც ორ სტანდარტულ დევიაციას უდრის საშუალოდან). რაც შეეხება გოგონა შვილის საშუალო სიმაღლის გამოთვლას ამისთვის მამის სიმაღლეს უნდა გამოაკლდეს 12,75 სმ მიემატოს დედის სიმაღლეს და გაიყოს 2 ზე(აქაც მაღალი ალბათბით ბავშვი იქნება ორი სტანდარტული დევიაციით +/-). გამოთვლის ეს მეთოდი მართებულია იმ შემთხვევაში თუ ბავშვს რაიმე მნიშვნელოვანი ზრდასთან ასოცირებული დაავადება არ აღენიშნება.

სიმაღლეში ზრდისთვის გასათვალისწინებელია რამოდენიმე ფაქტორი:
ზრდის ჰორმონი გამომუშავდება ვარჯიშის დროს, ამიტომ სასურველი მოზარდი ფიზიკურად აქტიური იყოს.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია სიგამხდრის შენარჩუნება, რადგან თუ მოზარდი წონაში მოიმატებს მოიმატებს ცხიმოვან ქსოვილში ანდროგენების არომატიზაცია ესტროგენებად, ეს კი გაძვალების პროცესს დააჩქარებს და ძვლის ეპიფიზები დაიხურება, ამიტომ მშობლებმა არ უნდა დაუშვან შვილის ჭარბი წონა.
მნიშვნელობა ენიჭება აგრეთვე კარგ ძილს, ძილის დროსაც აქტიურად გამოიყოფა ზრდის ჰორმონი.
აუცილებელია მოზარდს სათანადო რაოდენობით მიეწოდოს ვიტამინები და მინერალები.
აგრეთვე მნიშვნელოვანია ცილოვანი პროდუქტის მიღებაც მაგ. ხორცი. ვიანაიდან ამინომჟავები ხელს უწყობს ზრდის ჰორმონის გამომუშავებას.

სრული ტეგები: მედიცინა, სამედიცინო, medicina, samedicino, რა მსიმაღლე გაიზრდება ჩემი შვილი, რა უნდა გავაკეთ რომ სიმაღლეში გავიზარდო?, როგორ გავიზარდო სიმაღლეში?, როგორ გამოვთვალოთ შვილის მოსალოდნელი სიმაღლე?, საშუალო სიმაღლე, სიმაღლეში ზრდა, შვილის სიმაღლის განსაზღვრა, ჩემი შვილი სიმაღლეში არ იზრდება, rogor gavizardo simagleshi?, sashualo simagle, simaRleshi zrda, simagle, magali kaci, magali qali, yvelaze magali, kvelaze magali, simagle magali
რეიტინგი: 3.9/24
Счетчики: 8759 | დაამატა: nikucha | ტეგები: sashualo simagle, როგორ გავიზარდო სიმაღლეში, საშუალო სიმაღლე, სიმაღლეში ზრდა, შვილის სიმაღლის განსაზღვრა, rogor gavizardo simagleshi?, simagleshi zrda
სულ კომენტარები: 2
2 lika shvelidze  
0 Spam
mbuyfjs

1 in  
0 Spam
ra sachiro masala vipove o.o....

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]


Загрузка...