გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » სტატიები » ქართული

ჯგუფი ბანი - კავკასიური ბალადა / Band Bani - Caucasian Ballad / Jgufi Bani - Kavkasiuri Balada


Band Bani - Caucasian Ballad
ჯგუდი ბანი - კავკასიური ბალადა
Jgufi Bani - Kavkasiuri Balada

ვუმზერ ჩეჩნეთის ლამაზ ლაჟვარდებს
და მზემ მარაო გაშალა თითქოს,
ამღერებულა კუშტი კოშკები,
ბანს ეუბნება ძირძვეკი ღილღოც.
გული მომპარა ქისტის ასულმა,
სულიც იმისკენ გაფრენას ითხოვს,
ვერ შემაჩერებს კლდე და ჭიუხი,
ამაღამ უნდა დავეცე მითხოს!
მოგხურავ ნაბადს, გათენებამდე
უკვალავ თოვლზე ცხენს გავახელებ,
გზით გათანგული მკლავზე დამენდე
და მე გაგითბობ გათოშილ ხელებს!
თუკი მდევარი წამომეწევა,
დაე, აღსრულდეს ნება ლაშარის,
გახსოვდეს მარად, მიყვარდი, ჩემო,
არასდროს ვიყავ ცრუ და ლაჩარი!
თვალში ბურუსი როს ჩამიდგება,
სულს მივაბარებ ძეს ღვთისას,ქრისტეს,
სხეულს სამშობლო იტირებს ჩემი,
გული კი კვლავაც იფეთქებს ქისტეთს

ტექსტის ავტორი - ამირან ჭიღლაძე
ქისტური თარგმანი აფთი ბისულთანოვის და მედინა ხანგოშვილის



კატეგორია: ქართული | დაამატა: nikucha (2014-01-27)
ნანახია: 8086 | კომენტარი: 2 | ტეგები: horida, kavkasiuri balada, bani kavkasiuri balada, saqartvelo, jgufi bani, band bani - caucasus balad, ქართული, ჰორიდა, ჯგუფი ბანი, კავკასიური ბალადა | რეიტინგი: 3.2/5
სულ კომენტარები: 2
2 Alixan Xangoev  
0 Spam
tongue tongue tongue tongue

1 Alixan Xangoev  
0 Spam
surprised surprised

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]


Загрузка...