გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2021 » თებერვალი » 7 » მე მოვიტაცე კიმ კარდაშიანი — ვარსკვლავის ერთ-ერთმა მძარცველმა წიგნი დაწერა
10:53 PM
მე მოვიტაცე კიმ კარდაშიანი — ვარსკვლავის ერთ-ერთმა მძარცველმა წიგნი დაწერა






პარიზში კიმ კარდაშიანის ძარცვიდან 4 წლის შემდეგ, ერთ-ერთმა მძარცველმა წიგნი დაწერა, რომელშიც აღნიშნულ ინციდენტსა და იმ ცხოვრების გზაზე ყვება, რომელმაც ამ კრიმინალამდე მიიყვანა.

კიმ კარდაშიანისგან წაღებული სამკაულების საერთო ფასი 9 მილიონ ევრომდე იყო, რაც ამ ინციდენტს ბოლო 2 ათწლეულში საფრანგეთის ყველაზე დიდ ძარცვად აქცევს.

მე მოვიტაცე კიმ კარდაშიანის ავტორმა, იუნას აბასმა რამდენიმე პატიმრობის შედეგად, ჯამში 21 წელი გაატარა ციხეში და კიმის ძარცვამდე 9 წლის განმავლობაში კრიმინალურ ქმედებაში შემჩნეული არ ყოფილა. მისი თქმით, წიგნით საკუთარი სიმართლის მოყოლა სურდა.

"ნაფიცი მსაჯულები მრავალი ისტორიის შეჯამების საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას და 50-მდე ისტორია მაინც მოისმინეს, მე კი ჩემი სიმართლის თქმა მსურდა, იმ სიმართლის, რომელიც მე გამოვცადე", — განაცხადა აბასმა.

მძარცველის თქმით, ვარსკვლავის რამდენიმე წუთში, ყოველგვარი გართულების გარეშე დააყაჩაღეს.

"5-7 წუთი დაგვჭირდა შეჭრიდან გამოსვლამდე, ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. მსხვერპლმა სამკაულები ფაქტობრივად თავისი ხელით ჩაგვაბარა. გამოსვლისას პოლიციას გადავეყარე და სალამი მივეცი, სავარაუდოდ ერთ-ერთ რიგით შემოვლაზე იყვნენ. ვეცადე აღელვება დამეფარა და ამან იმუშავა", — იხსენებს იუნას აბასი.

ციხეში გატარებული 22 თვის შემდეგ, მძარცველი გულის ოპერაციის გამო დროებით გაათავისუფლეს და აბასს იმედი აქვს, რომ გადატანილი პროცედურა პატიმრობისგან დაიხსნის.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 918 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: cigni, tsigni, წიგნი, Paris, parizi, ძარცვა, wigni, კიმ კარდაშიანი, პარიზი, Kim Kardashian, dzarcva, kim kardashiani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...