გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » ივლისი » 6 » შსს: ავარიაში, რომელსაც 3 პირი ემსხვერპლა, დამნაშავე მიკროავტობუსის ნასვამი მძღოლია / shss: avariashi, romelsac 3 piri emskhverpla, mikroavt
5:13 PM
შსს: ავარიაში, რომელსაც 3 პირი ემსხვერპლა, დამნაშავე მიკროავტობუსის ნასვამი მძღოლია / shss: avariashi, romelsac 3 piri emskhverpla, mikroavt






შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაში დამნაშავე მიკროავტობუსის მძღოლი, რა დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

უწყება აცხადებს, რომ ალკოტესტით შემოწმების შედეგად, მას ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა. დაკავებული სხეულის სხვადასხვა დაზიანებით ჰოსპიტალში, სამართალდამცველების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

დღეს დილით, 6 ივლისს დავით აღმაშენებლის ხეივანში, ავტოგასამართ სადგურ "ვისოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე, 3 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. შეჯახების შედეგად, სამი პირი ადგილზე გარდაიცვალა, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება კი სამმა ადამიანმა მიიღო. ისინი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის თანამშრომლებმა სტაციონარში გადაიყვანეს.

გამოძიების ვერსიით, ავტოსაგზაო შემთხვევა მიკროავტობუსის მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების უხეშმა დარღვევამ გამოიწვია.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, მთვრალ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გულისხმობს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში On.ge-ს განუცხადეს, რომ ცვლის დაწყების წინ, ყოველთვის ამოწმებენ მძღოლების მდგომარეობას და დღეს დილით ავარიაში მონაწილე მიკროავტობუსი ხაზზე არ მუშაობდა.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1000 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: nasvami, mikroavtobusi, damnashave, mdzgholi, avaria, ავარია, მძღოლი, ავარიები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, avariebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...