გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » ნოემბერი » 4 » ნიკა ძამიაშვილი - ახალი ფურცელი, ახალი დღე, ახალი ალბომი / nika dzamiashvili - akhali furceli, akhali dghe, akhali albomi
5:38 PM
ნიკა ძამიაშვილი - ახალი ფურცელი, ახალი დღე, ახალი ალბომი / nika dzamiashvili - akhali furceli, akhali dghe, akhali albomi






ახალი ფურცელი, ახალი დღე, ახალი ალბომი.
ცხოვრების ხელახლა დაწყება იმავე რელსებზე,
ან სურვილი შექნა ახალი რკინიგზის,
რომელზეც გავა ახალი სხვანაირი სტილის ვაგონები,
რომელიც პირველად გაიტანს,
არა, ბავშვისგან ლიანდაგზე დადებულ ქვას ან რაიმე სხვა ნივთს,
არამედ ჩემს სხეულს,
და დარჩება ჩემი ნაწერები საკუთარი ცხოვრების გასაგრძელებლად,
აწ და მარადის.

.

მსუბუქად, ჰაეროვნად, ისევ ვიბოდიალებ ჩემს ქუჩებში,
ვიქნები მასთან,
ვინც მიყვარდა,
უფრო ახლოს,
ვიდრე შეხვედრისას ჩახუტებული დედამისი,
რომელსაც ზამთარში,
ყელზე ექნება შემოხვეული გრძელი კაშნე,
რომელიც ნაკლებ სითბოს
და მეტ სილამაზეს შესძენს მას,
ასევე უფრო ახლოს ვიქნები მასთან,
ვიდრე საკუთარი შვილი,
ხელჩაკიდებული ან ხელში აყვანილი გზაზე გადასვლისას,
ან მისი მეუღლე - სექსუალური აქტის დროს.

.

არ მაინტერესებს სხვისი აზრი საკუთარ ცხოვრებაზე,
მაშინაც კი როდესაც ვგრძნობ, რომ ვიცი ყველა კითხაზე პასუხი.
როდესაც ვიპარსავ წვერს
და ვხვდები რომ იმ დანაკარგს ვერ ავანაზღაურებ მინიმუმ ერთი თვე.
როდესაც ვიცი, რომ უნდა ვიბრძოლო
და იმედი ისე დამისუსტდა და გამოშრა,
რომ აზრადაც არ მომდის მსუბუქი დასასრული.

.

მე ვწერ ლექსებს
და ვყიდი ჩემს ორ გრამ სიცოცხლეს,
მორიგი ტრაგედიის მოლოდინის ფასად.



მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1275 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: cxovreba, ckhovreba, ნიკა ძამიაშვილი, nodar revazishvili, lasha margiani, nika cherqezishvili, irakli beria, ცხოვრება, 27 tebervali, nika dzamiashvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...