გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 1 » იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მარიხუანის მოხმარებისას თავისუფლების აღკვეთის გაუქმებას მიემხრო
11:05 PM
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მარიხუანის მოხმარებისას თავისუფლების აღკვეთის გაუქმებას მიემხრო






პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ერთიანი პოზიცია გამოხატა მარიხუანის მოხმარების გამო თავისუფლების აღკვეთის გაუქმებასთან დაკავშირებით და მხარი დაუჭირა გოგა ხაჩიძის კანონპროექტს, რომელის მიხედვითაც მარიხუანის განმეორებით მოხმარების გამო არ დააპატიმრებენ. კომიტეტის წევრები მიიჩნევენ, რომ პატიმრობა უნდა გაუქმდეს. მარიხუანას მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა დარჩეს და სასჯელად უნდა განისაზღვროს ჯარიმა და საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა. კანონის მიღების შემდეგ ეტაპზე კანონპროექტს პარლამენტის სესიაზე ეყრება კენჭი. დეპუტატ გოგა ხაჩიძის კანონპროექტის თანახმად, მარიხუანის მოხმარებაზე, თუკი გასაღებას არ ექნება ადგილი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს. მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების პირველ ჯერზე მოხმარება 100 ლარით უნდა დაჯარიმდეს, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 300 ლარით.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 890 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: პლანი, მარიხუანა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, საზოგადოება, პარლამენტი, კანონპროექტი, საქართველო, marikhuana marijuana marihuana, კანაბისი, გოგა ხაჩიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...